Sunday, July 20, 2014

მათემატიკა და კომპიუტერი

პროექტი

პროექტის სახელწოდება:  მათემატიკა და კომპიუტერი.
როგორ ვწერთ კომპიუტერით მსოფლიოს ნებისმიერი ენის სიმბოლოებით, როგორ ვხატავთ, როგორ გვესმის ბგერები, მაშინ როდესაც არ იცვლება და ყველა სფეროში გამოიყენება ერთი და იგივე ტექნიკა, რა როლი ეკისრება  მათემატიკას ამ საკითხის გადაწყვეტაში?
პროექტის მთავარი იდეა/თემა: აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე-დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა, ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას. მათემატიკის გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა. მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება კანონზომიერებების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემების გადასაჭრელად.
მათემატიკის სწავლებისას, ძირითადი ფოკუსი გადატანილია, როგორც პრაქტიკული ასევე მეცნიერული ხასიათის პრობლემების გადაჭრაზე, რაც აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს.
მსოფლიო ცივილიზაციამ დღის წესრიგში დააყენა  ტექნიკის, კერძოდ კომპიუტერის გამოყენების საკითხი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. პროექტის მიზანია განვსაზღვროთ მათემატიკის როლი და ადგილი კომპიუტერში ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით.
პროექტის აქტუალობა:  თემა მეტად აქტუალურია, იგი ინტერეს მოკლებული არ არის მეცნიერების არცერთი დარგის წარმომადგენლისათვის, ვფიქრობ ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროს წარმომადგენლებისათვის საინტერესოა როგორ ხდება მისი სფეროსათვის დამახასიათებელი და სხვა სფეროსაგან განსხვავებული ინფორმაციების კომპიუტერში გადატანაში. ყოველივე ამაში რა როლს ასრულებს მათემატიკა.
პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია მსმენელებს აჩვენოს, როგორ ხდება მათემატიკის დახმარებით ნებისმიერი  სახის ინფორმაციის გადატანა კომპიუტერში.
გაეცემა კითხვას პასუხი: როგორ მღერის კომპიუტერი? როგორ ჩნდება ეკრანზე ულამაზესი სურათები, ნახატები, ნახაზები, ფოტოები და სხვა. როგორ  წერს კომპიუტერი სხვადასხვა ქვეყნების განსხვავებული შრიფტებით? განა რამდენი ენა იცის კომპიუტერმა?
მოსწავლეთა ასაკი:  მეათე  კლასის მოსწავლეები.
                                      ვადები  ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პირველ რიგში ინფორმაცია უნდა განთავსდეს ჩემს ბლოგზე, შეიქმნას ჟურნალი.
პროექტისათვის საჭირი ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები , პასტები, წიგნები კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებათ ( 4 ჯგუფი).
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი (ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი): კავშირი ისტის და მათემატიკის, ფიზიკასთან, მუსიკასთან, ხატვასთან.  ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, განხილულია:
  1. ათობითისგან განსხვავებული რიცხვითი სისტემები: ათობითისაგან განსხვავებულ სისტემაში რიცხვების ჩაწერის პრაქტიკული მაგალითები (მაგალითად ორობით სისტემაში); კავშირები სხვადასხვა პოზიციურ სისტემებს შორის (მაგალითად ათობითი პოზიციური სისტემაში მოცემული რიცხვის წარმოდგენა ორობით სისტემაში და პირიქით).
  2. ათობით სისტემაში მოცემული რიცხვის ჩაწერა სტანდარტული ფორმით; სტანდარტული ფორმით მოცემული რიცხვის ჩაწერა ათობით პოზიციურ სისტემაში.
3.      ახსნილია ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად წარმოდგენის განხილვა კოდური ნიშნების გამოყენებით;
4.      ახსნილია კომუნიკაციის იმ საშუალებების ფლობა, რომლებიც საჭიროა ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად მათემატიკური ენისა და საშუალებების გამოყენებით.


პროექტის ხელმძღვანელი: ფ. ციმაკურიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: faticimakuridze@gmail.com

blog. http://faticimakuri.blogspot.com/

Friday, July 11, 2014

sefasebis rubrika





gakveTilis gegma


11.07 დღის აღწერა

დღევანდელი დღე ტრენერმა დაიწყო დავალების შემოწმებით. შემდეგ თითოეულ მსმენელს მოუსმინა მათ მიერ მოფიქრებული პროექტის შინაარსის აღწერის შესახებ.
შევისწავლეთ ბლოგზე ტექსტის განთავსება და ტექსტთან ერთად სურათების ჩასმა.
მივიღეთ დავალება მოგვეთავსებინა ბლოგზე ჩვენი რაიონის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტიდან და ჩაგვესვა რამოდენიმე სურათი. გთავაზობთ ნაწყვეტს ჩემი დავალებიდან.

საჩხერე — ქალაქი დასავლეთ საქართველოშიიმერეთის მხარეშისაჩხერის მუნიციპალიტეტისადმინისტრაციული ცენტრიქალაქად 1964 წელს გამოცხადდაქალაქში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის რეზიდენციასაფეხბურთო კლუბი ჩიხურაგადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ზესტაფონსა და სოფელ გომსსარკინიგზო ხაზით უკავშირდება ზესტაფონს.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზესაჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშიქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზეზღვის დონიდან 500-550 მეტრიმანძილი თბილისიდან - 176 კილომეტრიქუთაისიდან - 91 კილომეტრი (მოსახლეობა - 7 ათასამდე).

საჩხერე

საჩხერე — ქალაქი დასავლეთ საქართველოშიიმერეთის მხარეშისაჩხერის მუნიციპალიტეტისადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად 1964 წელს გამოცხადდა. ქალაქში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის რეზიდენცია, საფეხბურთო კლუბი ჩიხურა, გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ზესტაფონსა და სოფელ გომს, სარკინიგზო ხაზით უკავშირდება ზესტაფონს.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზესაჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან 500-550 მეტრი, მანძილი თბილისიდან - 176 კილომეტრიქუთაისიდან - 91 კილომეტრი (მოსახლეობა - 7 ათასამდე).




ისტორია
ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლი ნაჩერქეზევი, რომელიც ადრინდელ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება.
საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში.ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, მდინარე ყვირილასმარცხენა მხარეს იყო გაშენებული. ის მდებარეობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიცჭერათხევისხეობით კვეთდა ლიხთ-იმერეთის მთას; ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი და ევროპელი მისიონერები თავიანთ ჩანაწერებში მიუთითებდნენ სწორედ ამ მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან და ირანიდან მომავალ სავაჭრო გზას წარმოადგენდა და თბილისს იმერეთის სამეფოსთან აკავშირებდა. საჩხერის სტრატეგულ ადგილმდებარეობას ხაზი აქვს გასმული მეფე-პოეტარჩილ II-ის ნაწარმოებშითეიმურაზისა და რუსთველის გაბაასება“, სადაც საჩხერე წარმოდგენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ პოლიტიკურ ხიდად.
საჩხერე წერეთლების საკუთრება იყო. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დამდეგს შაჰ-აბასისაგანლტოლვილმა კახეთისა და ქართლის მეფეებმათეიმურაზ პირველმა და ლუარსაბ მეორემ თავიანთი მხლებლებით გარკვეული დრო სწორედ საჩხერეში, წერეთლებთან დაჰყვეს.
ისტორიული ძეგლები
საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ აშენებული ციხე სიმაგრე მოდინახე, იგივე მოდიმნახე. გადმოცემის თანახმად თავად პაპუნა წერეთელს მოუსურვებია დიდი ფეოდალის, დავით აბაშიძის ქალის შერთვა, მაგრამ აბაშიძეს უარით გამოუსტუმრებია, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლიამოდი ნახეო.” სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების დაწერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. მოდინახე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლიცაა. აქ გაითხარა 3 ნამოსახლარი, მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ნივთი, კოლხური და რომაული მონეტა.
საჩხერიდან 10 კილომეტრით დაშორებულია ეხვევი, X საუკუნის ერთნავიანი ეკლესია.
გარდა ამისა, ქალაქში დგას XIX საუკუნის რამდენიმე შენობა. მათ შორისაა ნასტამბარი იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ქუთაისის სტამბამ მუშაობა შეწყვიტა. თავადმა ზურაბ წერეთელმა და მის შვილმა, გრიგოლმა სტამბა საჩხერეში, თავიანთ სასახლეში გადაიტანეს.
აღსანიშნავია რკინიგზის სადგურის შენობა. 1904 წელს ელისაბედ წერეთლის ინიციატივით რკინიგზის ხაზი საჩხერემდე გაიყვანეს და შესაბამისად, აშენდარკინიგზის სადგურიც. შენობა მიწისძვრამ დაანგრია, თუმცა 2000 წელს პირვანდელი სახით აღადგინეს. შემორჩენილია ასევე ელისაბედ წერეთლის სასახლეც.