საჩხერე — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტისადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად 1964 წელს გამოცხადდა. ქალაქში არის ჭიათურისა და
საჩხერის ეპარქიის რეზიდენცია, საფეხბურთო კლუბი ჩიხურა, გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ზესტაფონსა და სოფელ გომს, სარკინიგზო ხაზით უკავშირდება ზესტაფონს.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან 500-550 მეტრი, მანძილი თბილისიდან - 176 კილომეტრი, ქუთაისიდან - 91 კილომეტრი (მოსახლეობა - 7 ათასამდე).
ისტორია

საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში.ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, მდინარე ყვირილასმარცხენა მხარეს იყო გაშენებული. ის მდებარეობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც „ჭერათხევის“ ხეობით კვეთდა ლიხთ-იმერეთის მთას; ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი და ევროპელი მისიონერები თავიანთ ჩანაწერებში მიუთითებდნენ სწორედ ამ მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან და ირანიდან მომავალ სავაჭრო გზას წარმოადგენდა და თბილისს იმერეთის სამეფოსთან აკავშირებდა. საჩხერის სტრატეგულ ადგილმდებარეობას ხაზი აქვს გასმული მეფე-პოეტარჩილ II-ის ნაწარმოებში
„თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასება“, სადაც საჩხერე წარმოდგენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ პოლიტიკურ ხიდად.
საჩხერე წერეთლების საკუთრება იყო. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დამდეგს შაჰ-აბასისაგანლტოლვილმა კახეთისა და ქართლის მეფეებმა, თეიმურაზ პირველმა და ლუარსაბ მეორემ თავიანთი მხლებლებით გარკვეული დრო სწორედ საჩხერეში, წერეთლებთან დაჰყვეს.
ისტორიული ძეგლები

გარდა ამისა, ქალაქში დგას XIX საუკუნის რამდენიმე შენობა. მათ შორისაა ნასტამბარი იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ქუთაისის სტამბამ მუშაობა შეწყვიტა. თავადმა ზურაბ წერეთელმა და მის შვილმა, გრიგოლმა სტამბა საჩხერეში, თავიანთ სასახლეში გადაიტანეს.
აღსანიშნავია რკინიგზის სადგურის შენობა. 1904 წელს ელისაბედ წერეთლის ინიციატივით რკინიგზის ხაზი საჩხერემდე გაიყვანეს და შესაბამისად,
აშენდარკინიგზის სადგურიც. შენობა მიწისძვრამ დაანგრია, თუმცა 2000 წელს პირვანდელი სახით აღადგინეს. შემორჩენილია ასევე ელისაბედ წერეთლის სასახლეც.
No comments:
Post a Comment