Sunday, July 20, 2014

მათემატიკა და კომპიუტერი

პროექტი

პროექტის სახელწოდება:  მათემატიკა და კომპიუტერი.
როგორ ვწერთ კომპიუტერით მსოფლიოს ნებისმიერი ენის სიმბოლოებით, როგორ ვხატავთ, როგორ გვესმის ბგერები, მაშინ როდესაც არ იცვლება და ყველა სფეროში გამოიყენება ერთი და იგივე ტექნიკა, რა როლი ეკისრება  მათემატიკას ამ საკითხის გადაწყვეტაში?
პროექტის მთავარი იდეა/თემა: აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე-დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა, ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას. მათემატიკის გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა. მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება კანონზომიერებების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემების გადასაჭრელად.
მათემატიკის სწავლებისას, ძირითადი ფოკუსი გადატანილია, როგორც პრაქტიკული ასევე მეცნიერული ხასიათის პრობლემების გადაჭრაზე, რაც აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს.
მსოფლიო ცივილიზაციამ დღის წესრიგში დააყენა  ტექნიკის, კერძოდ კომპიუტერის გამოყენების საკითხი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. პროექტის მიზანია განვსაზღვროთ მათემატიკის როლი და ადგილი კომპიუტერში ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით.
პროექტის აქტუალობა:  თემა მეტად აქტუალურია, იგი ინტერეს მოკლებული არ არის მეცნიერების არცერთი დარგის წარმომადგენლისათვის, ვფიქრობ ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროს წარმომადგენლებისათვის საინტერესოა როგორ ხდება მისი სფეროსათვის დამახასიათებელი და სხვა სფეროსაგან განსხვავებული ინფორმაციების კომპიუტერში გადატანაში. ყოველივე ამაში რა როლს ასრულებს მათემატიკა.
პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია მსმენელებს აჩვენოს, როგორ ხდება მათემატიკის დახმარებით ნებისმიერი  სახის ინფორმაციის გადატანა კომპიუტერში.
გაეცემა კითხვას პასუხი: როგორ მღერის კომპიუტერი? როგორ ჩნდება ეკრანზე ულამაზესი სურათები, ნახატები, ნახაზები, ფოტოები და სხვა. როგორ  წერს კომპიუტერი სხვადასხვა ქვეყნების განსხვავებული შრიფტებით? განა რამდენი ენა იცის კომპიუტერმა?
მოსწავლეთა ასაკი:  მეათე  კლასის მოსწავლეები.
                                      ვადები  ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პირველ რიგში ინფორმაცია უნდა განთავსდეს ჩემს ბლოგზე, შეიქმნას ჟურნალი.
პროექტისათვის საჭირი ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები , პასტები, წიგნები კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებათ ( 4 ჯგუფი).
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი (ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი): კავშირი ისტის და მათემატიკის, ფიზიკასთან, მუსიკასთან, ხატვასთან.  ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, განხილულია:
  1. ათობითისგან განსხვავებული რიცხვითი სისტემები: ათობითისაგან განსხვავებულ სისტემაში რიცხვების ჩაწერის პრაქტიკული მაგალითები (მაგალითად ორობით სისტემაში); კავშირები სხვადასხვა პოზიციურ სისტემებს შორის (მაგალითად ათობითი პოზიციური სისტემაში მოცემული რიცხვის წარმოდგენა ორობით სისტემაში და პირიქით).
  2. ათობით სისტემაში მოცემული რიცხვის ჩაწერა სტანდარტული ფორმით; სტანდარტული ფორმით მოცემული რიცხვის ჩაწერა ათობით პოზიციურ სისტემაში.
3.      ახსნილია ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად წარმოდგენის განხილვა კოდური ნიშნების გამოყენებით;
4.      ახსნილია კომუნიკაციის იმ საშუალებების ფლობა, რომლებიც საჭიროა ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად მათემატიკური ენისა და საშუალებების გამოყენებით.


პროექტის ხელმძღვანელი: ფ. ციმაკურიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: faticimakuridze@gmail.com

blog. http://faticimakuri.blogspot.com/

No comments:

Post a Comment