Thursday, July 10, 2014
10.07, დღევანდელი დღე
დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.იმიტომ რომ ვისწავლე ბევრი ახალი რამ, რისთვისაც ჩემს ტრენერს დიდ მადლობას ვუხდი. მოკლედ მინდა აღვწერო ის საკითხები რაც დღეს შევისწავლე.
1. ჩემს მიერ სახლის კომპიუტერიდან გაგზავნილი ინფორმაცია მიღებული აქვს ტრენერს, მაგრამ იმ კომპიუტერზე ეს ინფორმაცია არ არის, რომელზედაც მე ვმუშაობ. ამ ამოცანის შესრულება მარტივად ვისწავლე:
ფანჯრის მისამართების ზოლის ბოლოში არის ღილაკი ≡ მოცემულ ღილაკზე ერთჯერ დაწკაპუნებით გაიხსნება ფანჯარა - ვირჩევ ბრძანებას setting შემდეგ show advanceds setting -ზე დაწკაპუნებით downloads ველში ask where to save each file before downloading ჩანართი თუ არ არის მონიშნული აუცილებელია მისი მონიშვნა, ეს გვაძლევს გადმოტვირთვის უფლებას.
2. ვუბრუნდებით ჩვენს ფოსტას და sent mesig - დან ავირჩიოთ ის ფაილები, რომლებიც ტრენერს გადავუგზავნეთ.
3.დრაივში ჩვენი ფაილების ატვირთვა: პანელიდან ვირჩევთ 9 კუბიკის ფორმის პიქტოგრამას და შევდივართ google drive დისკზე. მარცხენა მხარეზე არის crate და ისარი ზემოთ.
4.crate - ზე დაწკაპუნებით გაიხსნება ფანჯარა, სადაც საუბარია საქაღალდეების, ვორდის დოკუმენტების, ცხრილების, სლაიდების და ა.შ. შექმნაზე.ჩვენ გვინდა ახალი საქაღალდე, ვირჩევთ ფოლდერს, გაიხსნება ახალი საქაღალდე წავშლით სახელს და ვარქმევთ ჩვენ რაც გვინდა.
5. ისარზე დაწკაპუნებით გაიხსნება მენიუ, რომელშიც ორი ბრძანებაა: fille და folder. ფაილის გადმოსაწერად ვირჩევთ ფაილს, შემდეგ თემას, რომლის გადმოტვირთვაც გვინდა და ვიდრე არ დაფიქსირდება გადმოტვირთვის დასრულება მანამდე ველოდებით.საქაღალდის გადოსაწერად ვირჩევთსასურველ საქაღალდეს და გადათრევის მეთოდით გადავიტანთ მას საჭირო ადგილზე.
6. ვისწავლეთ ჩვენი ბლოგის პოსტზე ინფორმაციის განთავსება და მისი დათვალიერება.
დავალებაც ვფიქრობ გავიგე.
დიდი მადლობა ჩემს პედაგოგს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
დიდი მადლობა:)
ReplyDeleteძალიან დაწვრილებით აღწერეთ :)